“ვითხოვთ ცხელ ხაზს და სარეაბილიტაციო პროგრამებს ლუდომანებისთვის” – აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ლუდომანებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა სავალალოა და  მთავრობის მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებს.

ანა დოლიძემ და კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მონაწილეებმა ფსიქოლოგიური სერვისების არარსებობა გააპროტესტეს და უწყებისგან პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობის გააქტიურება მოითხოვეს.

“ამ სამინისტროს ბიუჯეტი აქვს ოთხი მილიარდი ლარი, აქედან გარკვეული თანხა რომ დაუთმონ და პროფესიონალი ფსიქოლოგები 24-საათის მანძილზე ამორიგეონ ტელეფონზე, ცხელ ხაზზე კარგი იქნებოდა. სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი თემები