ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება.
საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.
დღის წესრიგის მიხედვით, ამ საკითხზე დილის 10-ის ნახევრიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. არ არის გამორიცხული საკითხი სესიაზე დასამტკიცებულად დღესვე გავიდეს. სესია 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
პარლამენტთან შეკრებილები დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა წარდგენილ კანდიდატებს და უარი თქვან წარსულში დაბრუნდებასა და ძალადობაზე.