„ვიზეარმა“ იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება პარასკევ დღეს. რაც შეეხება რომს, 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება. ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან ასევე მხოლოდ ერთი დარჩება. ბარი – 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამი ფრენა.

მანამდე უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს მთლიანად წყვეტდა. როგორც უნგრულმა მედიამ დაწერა, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ პერიოდის ბილეთები დასახელებულ მიმართულებაზე, კომპანია განრიგის ცვლილებას ან გახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

მსგავსი თემები