“ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში პანდემია არის დასრულებული, ჩვენ თანამშრომლები ყაზარმულ სისტემაზე გვეყოლებიან” – თეა წულუკიანი

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში იქნებიან – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, იქნება როტაცია და ყაზარმული პერიოდი თანამშრომლებს ორ კვირაზე მეტი ხნით არ მოუწევთ.

„პენიტენციურ სამსახურში ჩვენ როტაცია დავიწყეთ და მანამ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში პანდემია არის დასრულებული, ჩვენ თანამშრომლები ყაზარმულ სისტემაზე გვეყოლებიან, მაგრამ მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ორ კვირაზე მეტი ხნით გაჩერება აღარ მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ის ოთხი, ხუთი, ექვსი და მეტი კვირა, რომელიც 800-მდე თანამშრომელმა პენიტენციურ სისტემაში გაატარა, ეს გარდაუვალი საჭიროება იყო, მაგრამ ერთჯერადი. ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ და ვინც დარჩენელია, ისინიც უკვე მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, დაისვენებენ ოჯახურ პირობებში, შემდეგ გაივლიან ორკვირიან კარანტინს და მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ პენიტენციურ დაწებეულებაში ყაზარმულ რეჟიმზე, რომელიც როგორც გითხარით, ორ კვირაზე მეტი ვადით არ იქნება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ 60-მდე ახალი თანამშრომელი დავამატეთ ციხეებში იმისათვის, რომ როტაციის პერიოდი რაც შეიძლება მოკლე იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები