“ვიდრე ინფექცია გარდატეხისკენ არ წავა, ტანსაცმლის მაღაზიები არ უნდა გაიხსნას” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვიდრე ინფექცია გარდატეხისკენ არ წავა და ზაფხული არ დაიწყება, ტანსაცმლის მაღაზიები არ უნდა გაიხსნას.

„ეს ოპტიმალური შეზღუდვაა და ამაში არაფერია ტრაგიკული. მაღაზიებს აუცილებლად გახსნიან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირუსისგან დაცვის წესები უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ვირუსის დიდხანს დაყოვნება ტანსაცმელზე არ ხდება.

„ძირითადად ხდება ქაღალდზე და მეტალზე. თუმცა რისკი არსებობს, რომ ეს ვირუსი მეორადი ​ზედაპირებიდან მოხვდეს ჩვენს ხელზე და შემდეგ პირში. თუ ჩვენ ხელის ჰიგიენას მივხედავთ, ნიღაბი გვექნება და დაბინძურებულ ხელს თუნდაც ტანსაცმელთან შეხების დროს პირთან, ცხვირთან და თვალთან არ მივიტანთ, ტანსაცმლიდან ჩვენ ვერ „მოგვაფრინდება“ ეს ინფექცია. ყველაფერი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტზე დგას. ასეთი სტანდარტის დაცვით, ყველაფერი გაიხსნება და ეს ჩვენს ქვეყანას თვის ბოლოდან ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს აღარ შეუქმნის“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები