“ვეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო” – ეკატერინე ტიკარაძე

“შევეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე განცხადება გაკეთდება.

„ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი, ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები