„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით“ – პაატა იმნაძე

„3 კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „მოამბის“ ეთერში გააკეთა. როგორც იმნაძე აცხადებს, თუ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხე არ გაითავისა, კობოების დათვლას ვერ აუვალთ.  

„ოჯახებში ვრცელდება ინფექცია. თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია. სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში, გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახებშიც საჭიროა, არა თუ გარეთ. სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ თუ ამას არ გავითავისოთ. დარჩით სახლშ. არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ ერთმანეთსაც კი თუ ვინმეს გარეთ უწევს გასვლა. სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ. უნდა ვთქვათ უარი, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე, ეკლესია გადარჩეს. ნუ წახვალთ ეკლესიაში გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია. მოგველის ის რაც იყო იტალიაში, ვეღარ ავითვლით საქართველოში კუბოებს. ეს გინდათ?“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.       

მსგავსი თემები