“ვერ ვეტყვით ადამიანს, რომ არ მოვიდეს ტაძარში და წირვას არ დაესწროს” – მეუფე ნიკოლოზი

“ცვლილება იქნება სასიკეთო. რეკომენდაცია გვექნება ყველა ტაძართან, ნუ, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება. იმისთვის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს და მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები”, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, გამორიცხულია. შესაბამისად, მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იქნება. 

ამასთან, მეუფე მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დარჩნენ სახლში. 

“რაც შეეხება ღვთისმსახურებას, წმინდა ზიარების მიღებას, საეკლესიო წესებში მონაწილეობას, ეს არის ის, რითიც ცოცხლობს ადამიანი. ჩვენ ვერ დავაკონკრეტებთ და ვერ ვეტყვით ადამიანებს, რომ არ მოვიდეს დ წირვას არ დაესწროს. რომც ვუთხრათ, ამას მორწმუნე ადამიანი ვერ დაიჯერებს. ჩვენ გვაქვს აღმსარებლობის საკითხები, რაშიც ვერავის დავემორჩილებით. ამასთან, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავემორჩილოთ რეკომენდაციებს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები