ვერც კონსტიტუციაში გაერკვიეთ და ვერც კაბინეტის მნიშვნელობაში – კობახიძე ბესელიას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მის კაბინეტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ყოფილ წევრს, იურიდიული კომიტეტის ექსთავმჯდომარე ეკა ბესელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბესელიამ კაბინეტისა და ოთახის მნიშვნელობა არ იცის.  

„როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც. კაბინეტი ის არ არის, რისი დატოვებაც თქვენ მოგიწიათ ცოტა ხნის წინ”, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიამ ცრუ ინფორმაცია, გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის საკუთარ კაბინეტში იუსტიციის საბჭოს წევრებს ხვდებოდა.

“ახლა ზუსტად მივხვდი, რომ თქვენ კაბინეტი მართლა ოთახი და ოფისი გგონიათ. როდესაც ბიუროს ოთახში შეხვედრა იმართებოდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და მათ შორის მხოლოდ 4 იყო მოსამართლე, იქ თქვენ თქვით ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სხდომის დროს მე ვხვდებოდი კაბინეტში იუსტიციის საბჭოს წევრებს. ასე შორს ვერ წახვალთ და ვერც მიდიხართ. ამას ყველა ვხედავთ”, – განაცხადა პაარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები