ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ზვიად ჯაფარიძეა.  1969 წელს დაბადებული მამაკაცი სახის არეში მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, საქმეზე ძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

“ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებული იქნა შესაბამისი სამსახურები, შსს ყველა დანაყოფი, 1969 წელს დაბადებულ კაცს სახის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები”, – განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი თემები