“ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს” – ბიბილოვი

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი პოსტები საჭირო რაოდენობით განთავსდება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს“, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონში ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარა, რომელსაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური ოლეგ შირანი უწევდნენ.

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა საზღვრისპირა ზოლზე ჯავშანტექნიკით რეიდი ჩაატარეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საზღვარზე შესაძლო პროვოკაციული ინციდენტების ლოკალიზაციას. რეიდი დასახლებულ პუნქტ წნელისთან და გვირგვინასთან ჩატარდა. ადგილზე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ქმედებებს კოორდინაციას უწევდა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის („კაგებე“) თავმჯდომარე ოლეგ შირანი“, – ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. კაგებეს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები