ვენეციის კომისია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ თხოვნას, კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელიასასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.  

„ვენეციის კომისიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც   კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან,  რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები, “- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯანი ბუკიკიოს განცხადება ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები