“ველოდი, რომ შეიწყალებდა” – მიტროპოლიტი დეკანოზის შეწყალებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მოელოდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული და განზრახული არ იყო.

“მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა,” – უთხრა მედიას მეუფემ.

მეუფე გრიგოლ კაციამ სადღესასწაულო, პირველი საშობაო ლიტურგია აბაშის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქრისტეშობა მიულოცა.

მსგავსი თემები