“ველოდები დაკავებას, ვნახოთ, დამაკავებენ თუ არა”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი დაკავების მოტივი ორი საკითხია, პირველი – მან არ გახსნას დაანონსებული ახალი ტელევიზია და მეორე, მისთვის გადაბრალებით „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადდეს.

ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების გარდა, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმაც იციან, რომ ივანიშვილი საქართველოში ოლიგარქიას და დიქტატურას ამყარებს.

“საქართველოში არის ოლიგარქია ეს საკითხი გაცნობიერებულია არამხოლოდ ჩვენს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ, მეორე – გააკოტრონ “რუსთავი2″, რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებსაც და კიდევ ვაცოცხლებ ამ კომპანიას,”-განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები