ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაზიანებული და ხმელი ხეებისგან გაწმინდეს

თბილისის საბურთალოს რაიონში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია დასუფთავდა. სამუშაოების ფარგლებში, შპს “ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გამწვანების ზოლში ხე-მცენარეებს სხვლა-ფორმირება განახორციელეს. დაზიანებული და ხმელი ხეები ტერიტორიიდან გაიტანეს. ასევე, გამწვანებული ფასადი მოწესრიგდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “ეკოსერვის ჯგუფში” განუცხადეს, აღნიშნული სამსახური ზრუნავს თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე.

მსგავსი თემები