ვარკეთილში, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. კომპლექსში განთავსდება საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები. ცენტრის მშენებლობას დაახლოებით 11 მილიონი ლარი დასჭირდება. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. 

„ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს – მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში. ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო სწორედ მსგავსი კომპლექსების მშენებლობა, საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. წელს უკვე პირველი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის სატენდერო წინადადების მიღება უკვე იწყება. 

მსგავსი თემები