ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ КГБ უთხრა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ, დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს აქვეყნებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ მომხრეა საქართველოს “ნატოში” გაწევრიანების. ექიმი, საზღვრის უკანონო გადაკვეთას არ აღიარებს. 

“გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან “სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა”, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე რომელ პარტიას ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ მომხრეა საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. ექიმი საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, რუსეთს კი – საქართველოს მთავარ მტრად”, – წერს ოსური მედია ადგილობრივ უშიშროების სამსახურის ცნობაზე დაყრნობით.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

მსგავსი თემები