ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში განიხილავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს. 

“დღეს რა მოცემულობაშიც ვართ, ამას ვერც ჯანსაღს დავარქმევთ და ვერ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველ რიგში მმართველი გუნდის და ხელისუფლების, რომ საზოგადოებას ისეთი საარჩევნო სისტემა შესთავაზოს, რომელთან დაკავშირებითაც ამხელა ვნებათაღელვა და კითხვები არ იქნება.

მე ვარ წარმოდგენილი ჯერ კიდევ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი არ შეარჩევს ახალ დელეგაციას და ხელმძღვანელს. ვაპირებ, სხვა საკითხებთან ერთად  ვისაუბრო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რომლის გათავისუფლებაც, რაც შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი და ამაში ყველა საერთაშორისო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 

მსგავსი თემები