ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის,  ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 20 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესი თბილისის დროით 11:00 საათზეა ჩანიშნული.

რამდენიმე დღის წინ, რეჟიმის მიერ დაყყვევებული ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე მუშაობს და აქვთ მოლოდინი, რომ ვაჟა ექიმის “სასამართლო პროცესი” 20 დეკემბერს დადებითად გადაწყდება:

„ყველანი ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მსგავსი თემები