“ვაჟა გაფრინაშვილის საკითხზე ვგრძნობდი ადამიანურ თანადგომას” – ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია.  ნინო ბურჯანაძე თბილისში უკვე ჩამოფრინდა.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს მიიღო დაპირება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

“ძალიან კარგი და საინტერესო ვიზიტი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილს ეხება, ძალიან მნიშვნელოვნად იყო განხილული. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე საუბარს ვიწყებდი ამ თემით და ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას, ასევე რუსი პოლიტიკოსები ძალიან კარად ხედავენ  ამ საკითხის არამხოლოდ ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობას.

ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში და მე მივიღე დაპირებები, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ძალიან არასწორი და არაეთიკური განცხადებები აკეთეს ჩემი სახელით, თუ როდის განთავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი ამ საკითხზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი თემები