ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება 5 ათას ლარამდე თანხაზე იქნება შესაძლებელი

ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება 30 წუთის განმავლობაში, 5 ათას ლარამდე თანხაზე (ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში) იქნება შესაძლებელი. ახალი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შეიტანა.

აღნიშნული ინფორმაციის განთავსების ვალდებულება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ქვითარზე, ასევე სალაროსთან, თვალსაჩინო ადგილას აქვთ.

ცნობისთვის, ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება აქამდეც 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა არ იყო განსაზღვრული თანხის მაქსიმალური ოდენობა.

მსგავსი თემები