„ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის“ – წითელა ევროპის 4 ქვეყანაში დაბრუნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში, წითელას ვირუსი ისევ პრობლემად რჩება. „წითელა ევროპის იმ ოთხ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც დაავადების შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა“, – აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ალბანეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და დიდ ბრიტანეთი ის ქვეყნებია, რომელსაც წითელას ვირუსმა ისევ შეუტია.

„უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვდგავართ, ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის. მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი არაა საკმარისი. საჭიროა ამის მიღწევა თითოეულ საზოგადოებაში, თითოეულ ოჯახში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი თემები