“ე.წ. „წითელი ზონებიდან“ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა იოლი არ ყოფილა” – დავით ზალკალიანი

“მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება იოლი არ ყოფილა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საკუთარი საშუალებებით, მათ შორის, ავტომობილებით, სხვადასხვა საშუალებებით გამოგვყავდა მოქალაქეები ე.წ. წითელი ზონებიდან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დროს სტატისტიკა მნიშვნელოვნადაა დაცემული.

„თუნდაც დღევანდელი, ლონდონის რეისი რომ ავიღოთ, მთლიანად არც შევსებულა თვითმფრინავი“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები