„ე.წ. ურჩი დეპუტატების გარიცხვა არ არის მიზანშეწონილი“ – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მერიამ ჯაში აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის მხარეს რჩება და პოზიციები ე.წ. ურჩი დეპუტატების გარიცხვასთან დაკავშირებით, პრაგმატული არ არის.

„გუშინდელი შედეგი მოულოდნელი იყო. ბუნებრივია, მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგისთვის ის, რომ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ვერ იქნა დაცული. თემა რომ ე.წ. ურჩი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას არ დაემორჩილნენ უმრავლესობას დატოვებენ თუ გარიცხავენ, არც  პრაგმატულია და არც  მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, მივიღეთ ის მოცემულობა. რაც მივიღეთ“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობა დატოვა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის „ქართულ ოცნებაში“ არ დაბრუნდება.

„ბატონ ივანიშვილთან ჩემი შეხვედრა არ შემდგარა. შესაძლებელია. გაჩნდეს სურვილი კონსულტაციებთან დაკავშირებით, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას გამოვრიცხავ. პასუხიმგებლობა რჩება მმართველი პარტიის მხარეს. პარტიის ლიდერები აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელსაც თვლიან საჭიროდ. გუშინ ყველამ მივიღეთ ჩვენი პირადი გადაწყვეტილებები და ავიღეთ ის პასუხისმგებლობები, რომლის გაზიარებაც შეგვიძლია. პოლიტიკა მოულოდნელობებითაა სავსე მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ სანამ მომწიფდება ჩვენი დემოკრატია ყველაფერია მოსალოდნელი“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები