„ე.წ. კანონიერ ქურდს ან თავი დაანებონ, ან ექსტრადაცია მოახნინონ“ – მინდია ლავასოღლის ადვოკატი

თურქეთის ციხეში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი მშრალ შიმშილობას აცხადებს. ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ან მისი ექსტრადაცია მოახდინონ, ან საერთოდ თავი დაანებონ.

ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატმა „მედიაცენტრც მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილები გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, მინდია გორაძე პოლიტიკური დევნილია.

„უნდა შევეხო იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო მინდია ლავასოღლის მიმამართ. ეს არის მთელი რიგი უკანონობის კასკადი, რაც მოსამართლემ განახორციელა. ესეთი დევნა არავის მიმართ არ ხორციელდება, როგორც მინდია ლავასოღლის მიმართ და მისი ოჯახის მიმართ. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ არის სამართლებრივად მოტივირებული და ანგარიჟებულია პოლიტიკურად. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მინდია ლავასოღლი არის პოლიტიკური დევნილი. ერთიდაიგივე ადამიანი ორჯერ გაასამართლეს ერთიდაიგივე მუხლზე. არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა და მიუთითებდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“ – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ე.წ. კანონიერი ქურდის ინტერესების დამცველის მტკიცებით, საქართველოს ხელისიფლება მისი ექსტრადირებისგან თავს იკავებს.

„მინდია ლავასოღლი ძალიან გაბრაზებულია, რადგან მის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნა და უკიდურეს ფორმას მიმართავს და მშრალ შიმშილზეა ორი დღეა. მისი მოთხოვნაა ან სახელმწიფომ თავი დაანებოს, ან მოახერხოს ექსტრადირება. სახელმწიფოს ყველა ბერკეტი ჰქონდა მოეხდინა მისი ექსტრადირება ეს არ გააკეთა, ახლა კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ნუღარ აწუხებენ, უცხო ქვეყანაში მაინც დაანებონ თავი. თურქეთი ჩვენს ხელისუფლებას წერს მიგყავთ თუარა-ო, ჩვენი მხარე ეუბნება, ჯერ არ მიგვყავსო, დრო გვჭირდება-ო“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის დევნას ისიც ადასტურებს, რომ მის მეუღლეს ბანკში კრედიტი არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძეს ბათუმის სასამართკლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ექსტრადაციის ვადა მაისის ბოლოს იწურება.

მსგავსი თემები