ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი თურქეთში იცხოვრებს

„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, დღეს თურქეთში ჩადის. „მთავარის“ ინფორმციით, ის თურქეთში აპირებს ცხოვრებას. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ადვოკატმა და უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემაც დაუდასტურა, რომელიც რამდენიმე დღის უკან თურქეთში, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლი) საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

„ტარიელ ონიანმა რუსეთში სასჯელი მოიხადა და გიდასტურებთ, რომ თურქეთში, სტამბულში დღეს ჩადის. რუსეთის ფედერაციამ მას შეზღუდვები დაუწესა არა მარტო მას, არამედ, ზოგადად კანონიერ ქურდებს. ჩემი ინფორმაციით ჯერჯერობით თურქეთში აპირებს ცხოვრებას. ის საქართველოს მოქალაქე არ არის”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.  

მსგავსი თემები