ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან გზა იკეტება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან მოძრაობა იზღუდება. ​მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიზეზი რეკონსტრუქციის სამუშაოებია.

„კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს“, – აცხადებენ მერიაში და შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.

მსგავსი თემები