“ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებებს, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის.

„კომენდანტის საათთან დაკავშირებით ჯერ მიმდინარეობს დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე, გამომდინარე იქედან, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს ყოველივე კვლავ არის დამოკიდებული ეპიდემიის გავრცელებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ეკლესიის კლასტერიდან შემთხვევები არ ფიქსირდება.

„რაც შეეხება მოლოდინს ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების საკითხზე ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჯერ კიდევ გამოჩნდნენ დაავადებული პირები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები