ე.წ. გამშვები პუნქტი 5 დღით, მხოლოდ პენსიონერებისთვის იხსნება

დე-ფაქტო რეჟიმი ე.წ. გამშვებ პუნქტს 5 დღით, მხოლოდ პენსიონერებისთვის ხსნის. სოფელ ოძისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსულ მოქალაქეებს დილიდან ელოდება.

ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამ დრომდე არ არის გახსნილი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ის 2-3 საათში გაიხსნას.

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეციალური საშვით გადმოსული ხანდაზმულები პენსიას წეროვანში აიღებენ. ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის 150 პენსიონერია, აქედან მხოლოდ ახალგორში 72, მაგრამ საშვის აღება ბოლო მონაცემებით მხოლოდ 30-მა შეძლო.

მსგავსი თემები