“ეს ორგანიზაციები ქართულ კომპანიებთან ერთად, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

„ბოლო დღეების მანძილზე ძალზედ აქტუალურია თემა „ენდიაის“ ე.წ კვლევებთან დაკავშირებით. ეს თემა აქტუალურია არა მხოლოდ ბოლო დღების მანძილზე, არამედ ოთხმოცდაათიანებიდან დღემდე. ეს ამერიკული ორგანიზაციები, რომელთა სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკაში, ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციები არიან, მათი თბილისის ფილიალები ადგილობრივ ქართულ კომპანიებთან ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოში, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

პირდაპირ და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. კვლევები და გამოკითხვები, რასაც ამ ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების მანძილზე ავრცელებენ, არის მხოლოდ ტყუილი, გაყალბება, რეალობის დამახინჯება,  ეს არის სხვა სურათის წარმოჩენა და პირდაპირ პოლიტიკური მიკერძოება, რაც ძალიან დამაფიქრებელია, მიკერძოება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და მათი ლიდერებისადმი. „ნაცმოძრაობაში“ მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობთ ორივე ჯგუფს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ ცინიკურად ყალიბდება მონაცემები რეალობის საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები