„ეჭიდაონ სტრასბურგს“ – 15 წლიანი სასჯელი და გეზი ევროპის სასამართლოსკენ  

მიხეილ კალანდიას ოჯახი და დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში წაიღებს. „საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეჭიდაონ სტრასბურგს“ – ეს განცხადება მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

„ეს მოსამართლე არაობიექტურია, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს. დიდი იმედი არც გვაქვს, რომ რამე შეიცვლება საქართველოშ. ევროპაში კი ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას საპატიმრო ვადა  ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

სასამართლოსთან, სადაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ამ წუთებშიც ხმაურია.

მსგავსი თემები