“ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია” – ახალი ელჩი

„თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“ – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.

ელჩმა საარჩევნო წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, მსოფლიოს ის პროგრესი აჩვენონ, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს.

„ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია.

საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა. ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და მე, როგორც ელჩი, ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს,“ – განაცხადა ახალმა ელჩმა ფიცის დადების ცერემონიაზე.

მსგავსი თემები