„ეშმაკი დეტალებშია“ – მამუკა კაციტაძე არ გამორიცხავს, კანონპროექტში რაღაც შეცვალონ

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები, პროპორციული წესით ჩატარდება. როგორც მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში დეტალები შეცვალოს.

„რა თქმა უნდა კანონპროექტი გავა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და არა მაჟორიტარული წესით. თუმცა, გამორიცხული არაა, დარღვეულ მოდიფიკაციასთან გვქონდეს საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისა. შესაძლოა, სახე იცვალოს ამ კანონპროექტმა. კანონპროეტის ფაბულა შეიძლება დატოვონ არა ტრანსფორმირებულად, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკები დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ. ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მოჰყვეს გუშინდელ მაჟორიტარულ ბუნტს,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები