ექსპერტების შეფასებით, დაგეგმილი განათლების რეფორმა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მთავარი ძალა იქნება

განათლების საკითხების ექსპერტები იმ რეფორმებს აფასებენ, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდება. მათი შეფასებით, მსგავსი ცვლილებები საქართველოს განათლების სისტემას ათეული წლის განმავლობაში არ ახსოვს და ეს ახალი პროცესი ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციის მთავარი ხელშემწყობი იქნება.

,,ვფიქრობ, რომ განათლებისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება ეფუძნება ძალიან ღრმა და მართებულ ხედვას. დარწმუნებული ვარ, განათლების გარეშე ჩვენ მომავალს ვერ შევქმნით. ერი ეს არის განათლებულ პიროვნებათა კრებული. უამისოდ ვერც თავისუფლების გზას გავიკვალავთ, ვერც მოვიპოვებთ, ვერც შევინარჩუნებთ თავისუფლებას, ვერც კულტურულ აღორძინებას ხელს ვერ შევუწყობთ, რადგან, როცა დიდი უმრავლესობა რჩება გაუნათლებელი, ეს ქმნის ისეთ ინერტულ მასას, რომელიც აფერხებს ყველანაირ წინსვლას“ – აცხადებს ექსპერტი თამარ ჯაყელი.

მისივე შეფასებით, 18 წელია, განათლების სფეროს წარმოადგენს, თუმცა, მსგავსი პროგრესს პირველად ხედავს: „18 წელია, განათლებაში ვარ , პირველად ვხედავ ისეთ მნიშვნელოვან ძვრებს. ამიტომ, ეს მაძლევს სრულ იმედს იმისას, რომ ამის უკან ყოველივე ამის უკან დგას ძლიერი ნება“.

განათლების საკითხების კიდევ ერთი ექსპერტი ნინო ჩინჩალაძე ფიქრობს, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.

„ეს მოგვცემს საშუალებას, არა მარტო რაოდენობრივად მოიმატოს სასწავლებლების რაოდენობამ, არამედ რაც მთავარია, გაიზარდოს ხარისხი და მოხდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ქართული სასწავლებლების. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, არ იფიქრონ რომ აუცილებელია უცხოეთში წავიდნენ სასწავლებლად . შევქმნათ ისეთი გარემო ,რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში. ქვეყნის მომავლისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი იქნება. რაც შეიძლება სწარაფად უნდა დაიწყოს პროცესი, რაც შეიძლება სწარაფად უნდა დაიწყოს ახალი პროგრამების დანერგვა, ახალი მასწავლებლების გადამზადება და ყველაფერი იმ სიკეთით და დოვლათით უნდა ვისარგებლოთ, რომლებსაც გვაძლევს ის ფინანსური საშუალებები,რაც გაცხადდა“ – აცხადებს ნინო ჩინჩალაძე.

მსგავსი თემები