“ექიმთა დაინფიცირების ყველა შემთხვევა იმისი ბრალია, რომ რაღაც უსაფრთხოება ბოლომდე არ იყო დაცული” – თენგიზ ცერცვაძე

“თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, ყველა შემთხვევა დაინფიცირების, რაღაცის ბრალია. ე.ი. რაღაც უსაფრთხოების ზომა ბოლომდე არ იყო დაცული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

“ეს ძალიან რთული პროცესია. ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 24 საათიან რეჟიმში უხდებათ ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობა, მათი მოვლა-მკურნალობა. აქ, ასეთ სიტუაციაში წესების აბსოლუტური დაცვა გამორიცხულია. ზოგიერთი ძალიან რთული პაციენტია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. ზოგი ისეთია, ძნელია მათთან დაიცვა უსაფრთხოების ზომები”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები