ეუთო-ს ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდა – სოფიო ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს დასკვნას საქართველოში საპრეზიდენტო არჩენვებთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ დასკვნის კომენტირებისას მთავარი გზავნილია, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა.

სოფო ქაცარავას განცხადებით, საპრეზიდნეტო არჩევნებისას საარჩევნო გარემო თავისუფალი იყო.

მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია.

„ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით ვთვლი რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს, როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, რომ ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო თავისუფალი და კონკურენტული, ხოლო არჩევნები იყო მაღალ პროფესიონალურ დონეზე ადმინისტრირებული. ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. სწორედ პოლონეთში ვიზიტის დროს მე და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, სადაც გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მსგავსი თემები