ეუთო, ახალი რეზოლუციით, მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მიიღო ანტირუსული რეზოლუცია, რომლითაც მოსკოვს ყირიმის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანასა და მინსკის შეთანხმების საფუძველზე, კონფლიქტის დარეგულირებას ითხოვს.

რეზოლუციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ყველა მხარემ უნდა გაიტანოს მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და ბოლო უნდა მოეღოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას.

კომიტეტმა ასევე უარყო რუსეთის დელეგაციის შესწორება, რომელიც ანტირუსული ფორმულირების შემსუბუქებას ითხოვდა. რეზოლუციაში რუსეთი „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ შეთანხმების შეჩერებისთვისა გაკრიტიკებული.

მსგავსი თემები