ეუთო: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტი

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი, 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და საქართველოს მთავრობას ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.

,30 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია აშუქებდა 20 ივლისის მოვლენებს თბილისში, მათ შორის სააგენტო როიტერი, რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების ქართული ბიუროები, რუსთავი 2, „სივილ ჯი“, „ნეტგაზეთი“, 1TV, ტვ პირველი, „ონ.ჯი“, OC მედია, მაესტრო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო, ინტერპრესნიუსი – ამ მედიების ჟურნალისტებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შედეგად.

ჟურნალისტები დემონსტრაციაზე თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ, რიგ შემთხვევებში მათ ართმევდნენ და უზიანებდნენ ტექნიკასა და აღჭურვილობას თბილისის საჯარო დემონსტრაციის გაშუქებისას“ – ნათქვამია ჰარლემ დეზირის განცხადებაში. 

,,ვწუხვარ თბილისის დემონსტრაციაზე გუშინ, ღამით მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და თავდასხმის თითოეული შემთხვევის გამო, რაც მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების სერიოზული შეფერხებაა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვთ მიმდინარე საჯარო მოვლენების გაშუქების უფლება და სამართალდამცავები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ჟურნალისტების უფლებას გააშუქონ მოვლენები უსაფრთხოდ და თავისუფლად“, – აცხადებს ჰარლემ დეზირი.

ეუთოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ტრავმირებულ ჟურნალისტებს შორის არიან „სივილ ჯის“ ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, რომელსაც რეზინის ტყვიებისგან მიყენებული 11 ჭრილობა აქვს ზურგზე, რუსთავი 2 – ის რეპორტიორმა თამარ ბაღაშვილმა კი ძვლების მოტეხილობა მიიღო. ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს და თვალი დაკარგა ასევე რუსთავი 2 – ის დაცვის სამსახურის წევრმა გიორგი სულაშვილმა.

“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტი, გამოავლინონ დამნაშავეები და დააკისრონ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას მიიღონ სასწრაფო ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს ჰარლემ დეზირი.

მსგავსი თემები