„ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება“ – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობა „ახალი კორონავურისის“ იმპორტირებისა და შიდა გადაცემის თავიდან ასარიდებლად ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებს.

„საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია: გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე – თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე; ამასთანავე, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე, როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა; პრობაციონერების დროებით მოეხსნათ პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება; ასევე პენიტენციურ სისტემაში ორი კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების ეფექტურობა“, – ვკითხულობთ მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების  დოკუმენტში.

მსგავსი თემები