„ეს სისხლჩაქცევები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით“ – სამედიცინო ექსპერტი გიორგი შაქარაშვილზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით, რასაც ცალსახად ადასტურებს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე .

„სხეულის მუცლის და მენჯის პროექციაზე გვაქვს არაერთჯერადი მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად გემატომები, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა რეტროპენიტონიალურ სივრცეში, ანუ, მუცლის ღრუს გარე სივრცეში.  ამავდროულად, წელის არეში. ანუ გვაქვს კანქვეშა სისხლნაჟღენთი. სხეულის წინა მარცხენა მხარეს და წელის არეში მიყენებულია არა ერთი დაზიანება საკმაო ძალის ზემოქმედებით რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა. ცალსახად ვადასტურებ ეს სისხლჩაქცევები ვერ განვითარდებოდა მუშტის დარტყმით.“ – განაცხადა გეჯაძემ.

მსგავსი თემები