“ეს საშიშია, ნარკომანები სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით“ – პატიარქი

საქართველოს საპატრიარქო მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მთავრობას აკისრებს და ურჩევს, ეს არ გაკეთდეს, რადგანაც საქართველო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მომხმარებლების თავისუფლების ზონა გახდება.

„მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა.

როგორც ილია მეორემ დღეს, ქადაგებისას განაცხადა, შვილების დაკარგვის სანაცვლოდ მიღებული ეკონომიკა საჭირო არ არის.

„მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი… ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე…  იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით“,- განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები