“ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ ვისწავლით ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, ოღონდ მინიმალური რისკის ფასად, ისე როგორც ხდება გრიპის ეპიდემიის დროს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმებს კორონავირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ორი თვის წინ.

„როცა ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ვგულისხმობთ, რომ ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად, დიდი დანაკარგების გარეშე, შემდეგ იყოს ამ დაავადების ცალკეული შემთხვევები, თუნდაც რამდენიმე ათეული შემთხვევა. ჩვენ ვიქნებით უკვე გამობრძმედილი და კიდევ მეტი ინფორმაცია გვექნება ვირსუსის შესახებ ვიდრე ახლა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები