„ეს ნიშნავს ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებას, ბრძოლის ველი არჩევნებია“ – მამუკა კაციტაძე

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის უწყებაში გადაყვანა ძალოვანი სტრუქტურის პოლიტიზების მანიშნებელია. მისივე შეფასებით, არსებული მოცემულობა არასასურველი და მიუღებელია.

„როდესაც ძალოვან სტრუქტურებში მოდის ესა თუ ის პირი, კანონის თანახმად, ის არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრიც კი, არა თუ ლიდერი. ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის მინისტრად გვევლინება მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი. ეს ნიშნავს ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებას”, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, “მედიაცენტრ მთავარში” სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა მივიღოთ როგორც არასასურველი და მიუღებელი მოცემულობა, რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგო და ებრძოლო. კაციტაძის მტკიცებით, ამ ბრძოლის ველი 2020 წლის არჩევნებია.

მსგავსი თემები