“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან პოლიტიკოსები მოიმკიან მის შედეგებს” – ეკა ბესელია

“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან, ” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა, ერთგვარად ქვეყნის მომაავალსაც განსაზღვრავს, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს:

“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან. უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ გუნდი და პარტია არ არის იმის საპირწონე, რაც არის ამ გადაწყვეტილების ერთ მხარეს – აქ დგას ქვეყნის ბედი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, თუ გავიხსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს როგორ დახვდა იურიდიული კომიტეტი, რომ გეგონებოდა მაფიის დაჯგუფების ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ფეხქვეშ გაეგო ნახევარი უმრავლესობა. ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას კენჭს 12 დეკემბერს უყრის.

მსგავსი თემები