„ეს იყო კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპექტაკლი“ – მამუკა არეშიძე ამერიკა-ირანზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება კუნთების შეთამაშება და პოლიტიკური სპექტაკლი იყო. აღნიშნულის შესახებ, მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა მთელი ამ პროცესებიდან, რომ ეს იყო კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპექტაკლი. პრაქტიკულად, მხარეებმა, ვინც პროცესებში იყო ჩართული, შეინარჩუნა სახე, შეინარჩუნა ღირსება, აჩვენა ძალა და კუნთები შეათამაშა. საბოლოო ჯამში, დადგა პერიოდი, როცა უნდა დაიწყოს ახალი სამშვიდობო პროცესი“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და მესამე მსოფლიო ომი და სერიოზული ესკალაცია გამორიცხა.

https://mcm.ge/44819-2/

მსგავსი თემები