“ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება” – ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ადნრია ჯაღმაიძე დაავადების გავრცელების შესახებ მედიასთან საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, დეკანოზის მოსაზრებით მთავარი სტრატეგიაა რომ ადამიანების დაინფიცირება ერთდროულად არ მოხდეს, რადგან არ გადაიტვირთოს საავადმყოფოები.

„ადამიანი როცა ეზიარება, არ ნიშნავს იმას, რომ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება.

ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოს და ცვენი მთავარი სტრატეგიაა, რომ არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის.

ტაძრების დახურვა და მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის“, – განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი თემები