“ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა, “ანაკლიის კონსორციუმმა” ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა” – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო “ანაკლიის კონსორციუმის” შესახებ, განცხადებას ავრცელებს. 

“საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედავად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე,”- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 

მსგავსი თემები