„ეს არის საქართველოს უკრაინიზაცია, პოლიტიკოსები გაერთიანდებიან ფულადი რესურსის ირგვლივ“ – ბექა ნაცვლიშვილი

„რასაც ვაკვირდები, ეს არის საქართველოს უკრაინიზაცია.  პოლიტიკოსები გაერთიანდებიან ფულადი რესურსის ირგვლივ. ეს იქნება ოლიგარქების პოლიტიკა. ხაზარაძე შემოდის პოლიტიკაში, ერთი ოლიგარქი უკვე შემოსულია პოლიტიკაში, მესამე ოლიგარქიული ძალა  “ნაციონალური მოძრაობის” სახით და სახეზეა ფულისა და ელიტის დაპირისპირება“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

არსებული მოცემულობიდან, დეპუტატი ფიქრობს, რომ პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ფასი დაკარგა.

„ის სიკეთეები, რაც პროპორციულ სისტემას უნდა მოეტანა პატარა, მშრომელებზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე ორიენტირებული პარტიებისთვის, მათთვის პოლიტიკური სივრცე ისევ დაიხურა. ჩვენ, პროპორციულ სისტემას ვუჭერდით მხარს არა იმიტომ, რომ ეს სისტემა უბრალოდ კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვა, განსხვავებული ხედვის პარტიებსაც მიეცემოდა შესაძლებლობა, შესულიყვენენ პარლამენტში. ძირითადი შემდეგი ბრძოლა კაპიტალის მქონე პარტიებს შორის იქნება. ესაა დიდი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას ბოლომდე კრიზისამდე მიიყვანს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები