ეს არის ეკონომიკური ფაშიზმი, მდიდრებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღარიბებს, რაც მოუვათ არაფერია – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირონ და ამით “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას უარი უთხრან.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა, მისთვის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება რთულია, თუმცა მის პრინციპებს ის არ უღალატებს. 

“დამერწმუნეთ ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მე ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან ამ პარლამენტში დავაგროვე. ძალიან მარტივია, რომ ყველამ გააკეთოს ის რაც მას წარმოუდგენია სწორად. ეს არის ეკონომიკური ფაშიზმი, რომ მდიდრებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღარიბებს, რაც მოუვათ ეგ არაფერი არ არის და მე ამის გამოსწორებას გთავაზობთ. ეს საპენსიო რეფორმა იქნება პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენ რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას ვუთხრათ უარი. გვაქვს უნიკალური შანსი გავიაზროთ ეს ყველაფერი. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს. რათმქმაუნდა მხარდაჭერის შემთხვევაში კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ აქვე ვამბობ, რომ პრინციპებზე მე უარს ვერ ვიტყვი, ” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. 

მსგავსი თემები