„ეს არაპროფესიონალები უნდა წავიდნენ“ – „ლოკომოტივის პრეზიდენტი

„იაპონიაში შევრცხვით. რაგბის სათავეში არაპროფესიონალებმა დაისადგურეს. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, შედეგიც სახეზეა. უნდა წავიდნენ“ – ეს განცხადება რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა თემურ ბენდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე კავშირის ქონებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.

„რაგბის კავშირის ნგრევის პროცესი დღეს არ დაწყებულა. მას დღევანდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე დღიდან არჩევისა წარმატებით აგრძელებენ.  მოდით, სანამ ბოლომდე არ დავცემულვართ, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კავშირის გამგეობის მერკანტილური ინტერესებია, რაც გამოიხატა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პიროვნული პატიოსნების დათმობებში და არაკომპეტენტურობაში. რაგბის კავშირის გამგეობის საქმიანობაში კომერციულმა საკითხებმა, ფაქტიურად, გადაფარა ის, რისთვისაც კავშირი არსებობს – საკუთრივ სპორტული მხარე!“ – განაცხადა როგორც „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

თემურ ბენდიაშვილი გამოსავალს წმენდაში ხედავს და აცხადებს, რომ სათავეში მყოფი არაპროფესიონალები განვითარების  მთავარი დამაბრკოლებლები არიან.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, წყაროს და ლინკის მითითება აუცილებელია .


მსგავსი თემები